↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უდაბნო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი;ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრიგებული,არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.დღესაც მარტო ვერ, სიყვარულის არ მესმის ნანა.ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა,მოვკვდე და გული ვის დავსწყვიტო, ვინ დავაობლო?ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.რად მინდა მივსწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში,მარტო ვიქნები და რა ვპოვო მარტოობაში,ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის, ვერა!და თუ შორს ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით,ის ჩემს ხმებს მიჰყავს... მე ვის წავყვე ჩემი წამებით?ან მეგობარის თუ მომესმა ნეტარი ხმობა,შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?არცა თუ მცირედ შეუდგა გულს სევდა-ნაღველი,რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი.ო, სად ხარ, სადა, უჩვეულო რაიმე ძალო,სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი