↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონაზონ ქალს ოფელიას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

1 წთ საკითხავი0 ნახვა

—
გმართებს ტირილი და ცრემლთა ბრქვევა,სტიროდე, ადამ, სტიროდე, ევა.
დასწვით, დასდაგეთ ოცნების ფერფლი,ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ, მსხვერპლი!
სევდათ იცვალა თრთოლა ციების,ღმერთი თარეშობს შურისძიების!
სტიროდე, ადამ, სტიროდე, ევა,გმართებს ტირილი და ცრემლთა ბრქვევა.
* * *ოდესღაც, სადღაც, მარტოობაშიგულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,სულით ობლობას კვნესოდა ქარი.ხანი გავიდა, გადამავიწყდასიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,სანამ არ ვპოვე მეგობრის გულშიღრმად ჩაქსოვილი და შენახული.ერთხელ, როდესღაც გზად მივდიოდი,მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,ყრმობის ოცნებით გატაცებული,ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახესსადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი