↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96976 ნახვა

—
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდადა დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;მე მქონდა ბინდა, თავშესაფარი,მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.გადამიშალა თვალწინ წარსულიდა მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი -ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდადა როცა დილით გამომეღვიძა,ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებსმიმოეყარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზეფენილი იყო ფოთოლი რბილი,და დიდხანს, დიდხანს ვეხეტებოდიწარსულ სიზმრებში გადაფრენილი.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი