↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უღელტეხილი, 8 აგვისტო

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17558 ნახვა

—
გვირაბს გამოვცდით, -შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას, -შენ თქვი: რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.მან თქვა: რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.მე ვთქვი: ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.
გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.შენ თქვი: ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.მან თქვა: ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.მე ვთქვი: რთულია სიყვარული. და არა - წერა.
" უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ! "ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის...შენ თქვი: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.მან თქვა: კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.მე ვთქვი: კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი