↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მე პოეზიას ჰელიკონზე..."

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17538 ნახვა

—
მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!და ჩემს მძიმე ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან!გარდავიცვლები და აღვსდგები, ღამეს მესამეს,ყოველთვის, როცა წამიკითხავ ლექსად თავიდან.
მე ვთქვი, რომ ღმერთი პოეტია და მიმცეს კოცონს.ვთქვი, რომ ამინ! და... მიმაჭედეს ძელზე მაჯებით.ვთქვი რომ ლექსები ლოცვებივით მხიბლავს და მომწონს,და შემომიჩნდნენ დემონებით და ალქაჯებით...
- პირველად იყო პოეზია! - ვთქვი... დანა დამცესდა თუ სიკვდილში გამოსავალს ხედავს მავანი,ვჩუქნი სიცოცხლეს - ალალ იყოს! ვჩუქნი ამ სტანსებს,ფეშქაშ სხეულიც, მას, ჩემგან და სულიც - თავანი!
მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!და ჩემს წილხვედრ ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი