↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლეონიდ ანდრეევი

გაბიტაშვილი უშანგი

2011-07-121 წთ საკითხავი339 ნახვა

—
განა დამალულია,ანდა არ არსებობს _ მეორე?..მას შენთან უნდა,თორემ რწმენას შეებრძოლება,რომ მისი გწამდეს, მისი არსებობის,სისტემის,ამით მოაკლდება ტანჯვას და ყოფნასდა მზად იქნება _ სხვაზე ადრეც კი ამაღლდეს,როგორც დაგუბებული ჰაერი _უვარგისი და სულისშემხუთველი.ვინმე თუკი მიეხმარება, წავა დაღრუბლის კალთაზე დაიწყებს ანცობას,სადაც არც აზრია და არც სულიერი.ასე გადაჰკარგავს მას შემწეობა.გჯეროდეს კი, რომ ის არსებობს და ასეთია,რადგან შენთვის მოვიდა არსაიდან,რომ დაგაეჭვოსმისმა ჟღალმა საქმეებმა და ყოფნამ.დადიხარ მისი სხეულის უდაბნოზედა მისი ხითხითი მასშიშენი ნაკვალევის ღიტინია...აპატიე, მიეხმარე, მას უჭირს.შენი ფეხის ფრჩხილები მას ესობიან,ვინ მიეხმარება, ოაზისად რომ გადაიქცეს?ეჭვს კი არ მოგაწვდის _წყაროსა და საკვებს.ახლა კი _ პურიც რომ ჰქონდეს, ეშინია _არ გამოართმევ.ის პირველყოფილი სინდისია, ნაბოლარა ძმა,რომელიც შეაშინა უფროსის თავდაჯერებამ,არაფრისაგან აღტკინებამ.ძლიერი გახადა იგი თავისმა მორჩილმაგაკვირვებამ.გაიგო, ტვირთი რომ უნდა ეზიდა.რასაც ვერ შეიცნობდი სრულყოფილებისსიამაყისაგან, _მას შეაცნობინა დაჩაგრულმა მაჩანჩალობამ.შენ ამრეზით იტანდი,მან კი მიიღო მანკიერებათა მცოდნე.შენი შეზღუდული სიხარული მას ახარებდადა მოსწონდა მისი სევდიანი ჩაკირკიტებაცშენს ნაკლულობაზე...და გითხრა: მას ვინ მიეხმაროსმის მძიმე ხვედრში?

გაბიტაშვილი უშანგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი