პოეზია · ლირიკა
* * * საკუთარ თავთან
საკუთარ თავთან როს დავრჩები, ძნელია ფრიად,ფრიად ძნელია საუბარი საკუთარ თავტან,ჩაუფიქრდები ამ ცხოვრების უკუღმა ტრიალსდა მოიგონებ ამბავთა ავთა.
დაგაწვებიან გულზე დარდნი გარდასულები,უფრო ნაკლები სიმძიმილით, ვიდრე წარსულში,შემდეგ ქაღალდი - ამ ამბების დადასტურებადა შემდეგ ფანქრის მიმოსვლანი, როგორც ჯაშუშის.
1957