↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ახლა სხეულში ჩამდგარა

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8592 ნახვა

—
ახლა სხეულში ჩამდგარა წრიალი,ფანქარიც არ არის წათლილი,კუხნაში კერძი მზადდება წვნიანი,მექნება წადილის მაგვარი სადილი.
ბუფეტზე ლპება დიდი ფორთოხალი,ბუფეტში ინახება კაკლის მურაბადა დერეფანში ბავშვები ფორთხავენღნავილით, ჩხავილით წაიღეს ყურები.
აგერ ტრამვაიმაც გადაიგრიალა,ათრთოლდა შენობა, ათრთოლდა მაგიდა,ათრთოლდა მაგიდა მრავალ წიგნიანი,ათრთოლდა სურათი, კედელს რომ დაკიდეს.
გარეთ მზე ანათებს არასაიმედო,გეშინია მზე არ მოთოვს,ისეთ მზეს ზამთარი განა გაიმეტებს,ისე რომ უკან არ მოგთხოვოს.
ახლა ვამზადებ „ნიანგის“ მასალას,ტექსტებს, თემებსა და ლექსიკონს,თუ ვერ გავხდები საქვეყნო მასხარა,ხომ გავაცინებ ბესიკას.
ღმერთო დამიფარე, ღერთო დამიფარე,მოჰგვარე ნერვებს სილბო და სიმშვიდე,თუნდაც ზეცაში შენთან დამიბარე,ოღონდ ნუ მიმიყვან შეშლამდე.
1958
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი