პოეზია · ლირიკა
* * * გახსოვს შემოდგომა
გახსოვს შემოდგომა მძიმე და ფარული?გახსოვს შემოდგომა - კვდომა შადრევნების?ჩვენი სიყვარულით ჩვენი სიხარული?ქარების მარულა, ქართან დადევნება?
ო! იმ შემოდგომას დათოვა ზამთარმადა ჩვენი სიყვარულიც დამთავრდა.
1952