↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გამომელია შენი ღიმილი

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8600 ნახვა

—
გამომელია შენი ღიმილი,შენი ცრემლებიც გამომელი;მე ვიცი, ახლა აღარ მომელი,ჩემი თვალებიც არ მოგელიან;მე შენი მსგავსი ვნახო რომელი,ან ჩემი მსგავსი სხვა რომელია.მე ვდუმვარ ეხლა, გული მევსება,გული მევსება ღრმა მწუხარებით...წუხილი ფრთებით მეალერსება...ვახ! რა უდროოდ გავიყარენით.დემონი მიხმობს, შენი ვარ, მე ვარყველა დევნილის, ყველა ყარიბის.შენით გავიცან წუხილის ღმერთი,ის უძლეველი და ერთადერთი.
1952
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი