↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სევდიანი სიმღერა

ღლონტი ვახტანგ

2019-04-131 წთ საკითხავი3628 ნახვა

—
ახლა არ მსურს თავი გავიმართლო,დავდივარ და სამარეში ვწევარ,გთხოვთ დამტოვოთ ყველამ მარტოდმარტო,ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.გაქრა ხსოვნა ძველი სისადავის,შენს წინაშე დასჯილივით ვდგევარ,დამანებეთ, კეთილებო, თავი,ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.ქვეყნად ყველა ცოდვა დამაბრალეთ,ჩემზე იყოს, წამებაში მხნე ვარ,შავ მიწაში წყევლა ჩამატანეთ,ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.არ მაქვს თავი ჩხუბისა და დავის,გევედრები მწვალებელს და მდევარს,დამანებეთ, ძვირფასებო, თავი,ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი