პოეზია · ლირიკა
* * * "მახსოვს სახე განა შენი"
მახსოვს სახე განა შენი,ბაღი მახსოვს განაშენიცასთან,-ცამდე ღრუბლის კიბით ასული ...სიო სიტყვა მონაბერი,მე უდაბნოს მონა ბერი,შენ-უფლისგან მოგზავნილი ასული.
რა დრო იყო! ო, რა გული!ვით ბადეში ორაგულიცახცახებდი ჩემს მკლავებში გაბმული ...მერე გზები გაიყო რა,-ჩვენში სივრცე გაიყორა,მერე ყოფნა კვნესა იყო გაბმული.
ნანობ კარი-კარ ნავალი,ნახე ბევრი კარნავალი,ვერ გიმოძღვრე სიწმინდისთვის განაჩენს ...გული მრავალს დაუფალი,მეც ბრალში ვარ და უფალიახლა ერთად გამოგვიტანს განაჩენს.