↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მკითხველი ლექსებს მიქებს"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6079 ნახვა

—
მკითხველი ლექსებს მიქებს,მელექსე მიქებს კაცობას,მე ერთად მსურდა იქნებ...ეჰ, კაცია და განწყობა.
დადო სულელმა წიგნი,აზრები დაასაწყობა,ვერაფერს ნახავთ შიგნით...ეჰ, კაცია და განწყობა.
რა საჭიროა ასიწელი შავთეთრის საცნობად,მძულს პარნასული ფარსი,მე ვიცი ჩემი ფასი,მე ვიცი თქვენი ფასიც...ეჰ, კაცია და განწყობა
არ შეიძლება ერთადთან შარი-შური, თან ძმობა,არც ვწერ და აღარც ვბეჭდავ...ეჰ, კაცია და განწყობა.
მზად მაქვს ორივე ხელიგულმკერდზე შემოსაწყობად;მივდივარ, თქვენც იქ გელით...ეჰ, კაცია და განწყობა.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი