↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ერთი პატარა გოგო მიყვარდა"

ნიშნიანიძე შოთა

2016-06-121 წთ საკითხავი24950 ნახვა

—
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,როგორც იყო და არა იყო რა,მისმა ალერსმა გადამიყოლა,მისმა ფერებამ გადამიყოლა.როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,ყველას უამბო თურმე სულელმა,ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,მე მამტყუნებდა მერე სუყველა.პატარას კარგი დედა ჰყოლია,თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,დედამისს გული არა ჰქონია.ერთი პატარა გოგო მიყვარდა,ერთი პატარა, ჩია გოგონა,ჩემი ოცნების ციცინათელა,ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი