↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მე ვარ მისანი ხარი წიქარა"

ნიშნიანიძე შოთა

2016-06-121 წთ საკითხავი24951 ნახვა

—
მე ვარ მისანი ხარი წიქარა,შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,რომ გემსახურო და გიერთგულო.შენი უღელი მემჩატოს აგრემც,ქედზე რო მადგას განაჩენივით.არ მომიღერო გეთაყვა სახრე,სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.და თუ გქონია რამე ტკივილიან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, _ამილოკია ქვამარილივითდა ხარის ცრემლით დამიტირია.რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართანქედგახეხილი, გადატყაული...ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდაარაფერი მაქვს დანაშაული.და როცა მიწას მივებარები,ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, _შენზე დამრჩება ისევ თვალებიანგელოსების ამოკოცნილი.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი