პოეზია · ლირიკა
* * * "ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან"
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,ერთი ოთახის ამარა დავრჩით.ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებადდა ოცნებებად დავიხარჯებით,ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,პატიოსნება ურდულად ადევსდა ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,ერთი ოთახის ამარა დავრჩით.ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.