↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ერთობა უღმერთობა"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6076 ნახვა

—
ერთობა უღმერთობა რითმასთან თამაშით,ჯვარცმულთან ერთობაც მისთვის თამაშია.გახედავ, - უბრწყინავს იაფი ალმასი,დედას ბიჭია და ვითომც მამასია.მამა მალვაშია, და ციდან მალიმალღრუბლის მელან-ქოლიებით ბარათებსწერსა და აგზავნის, კალამთან - „კალიმა”ვინც უკვე გარითმა, მაღლის ფრთა ჰფარავდეს.ქვემოთ კი ვინ ახსნას ციერთა ლურსმულითვალში და სულში რომ წყალ-ობად ესობა.ასე ბრმად, ასე ყრუდ სანამდე ვუსმინოთხმასველი მაშველის უზენაესობას.სანამდე „და სხვა” და უჩინო სქოლიო,მიწაზე ცა გვინდა, ციდან კი ვინ იცის;მამა სტუმრობაზე კვლავ დავიყოლიოთდა აღდგეს შერცხვენილ შვილების იმიჯიც.მაგრამ თუ, ვაი თუ, ისე ვით პირველადაღმოვჩნდეთ სხვადასხვა - ჩვენა და იგინი.ჯვარი და ლურსმანი აკადროს მწირველმა,ძმრიანი ღრუბელი და ეკლის გვირგვინი.ე მაშინ იკითხე, მკითხველო, ე მაშინცეცხლით და მახვილით ცა ფეხად ჩამოვა.ვინ შემომიტყუა გეთსიმანიაში,სად კოცნით ჰკლავენ და მუდამ საღამოა.ღამდება, ღამდება, ღამდება ჯიუტად,იძინებს ლექსი და იღვიძებს რეფრენი -„უფალო, აცხოვნე ჯერ ჩემი იუდა,მერე მეც, ისე ვით ვცხოვრობ და შემფერის”.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი