↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ალბათ ეს თუა დიდება"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6080 ნახვა

—
ალბათ, ეს თუა დიდება -შეგდგამს კვარცხლბეკზე ეულად.არც მოგიკითხავს, შენს თავზეთუგინდ ცა ჩამოქცეულა.
აედევნება შენს სახელსხან აღტაცება, ხან შური.ბათუმი, ოზურგეთი და,ქუთაისი და ხაშური.
ხომ თბილი არის თბილისი,დედაქალაქად მკაცრია.შენს ოქროქვიშას გადადებს,ჯერ ახლო ნაგავს გაცრიან.
ვრჩები ბათუმელ პოეტად,ვით დამართნია ზოგიერთს,მადლობა ჩვენს ლიტელიტასთავი რომ დაგვაზოგიეს.
სასაცილოა პირდაპირ,სატირალია ირიბად,ლექსი ვნებაა სიბრძნეში,არა რითმების ხშირი ბმა.
და არც მიწიერ პარნასთანსიახლოვე ან სიშორე,ან რა - თბილისის რეისზებილეთი თუ ვერ იშოვე.
„ბის!” - პროვინციელ მესიებს,მათ მოთმენას და გაძლებას,სააქაოში მშიერისაიქიოში გაძღება!
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი