↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიტოვებული

ანანიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი1267 ნახვა

—
ხავსი ედება ეზოში ჭიშკარს,შინ ავმა სულმა დაისადგურა,რა რიგ ნებივრობს ჭერქვეშ ღამურა,როგორ ცირკაჯობს სარდაფში ჭინკა.სახურავიდან სახლს ცრემლი მოსდის,პატრონის წასვლით ჩადგა ამ დღეში,ფრთებგაშლილია ეზოში კორდი,ობობას ქსელი ბზინავს სარკმელში.გადმოხლართული თალარზე ვაზისუროს მახსენებს გადმოსულს ტოტზე,შეუჭამია ჟანგს რკინის კასრიდა საცოდავად გართხმულა კორდზე.-სად გადასახლდა პატრონი ჩვენი?ასე კითხულობს მოშლილი ღობე:-გამოგვეშალა ძირს საძირკველი,გამოგვეცალა მუხლებში ღონე.აქ თამაშობდნენ შავტუხა და-ძმა,მათი ჭიკჭიკის ხმას ვერ ვივიწყებთ,აუტანელი დუმილი დგას დასულის მხუთველი ხავსის სიყვითლე.რა საცოდავად მიტოვებულიდგას უპატრონოდ სახლი სოფელში,ძალუმად ძგერდა ამ სახლის გული,სადღა გამქრალა დღეს მისი ეშხი.

ანანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი