↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენს ლოდინში

ანანიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი1276 ნახვა

—
ო, ეს წლები სად მიფრინავს,ჩაიქროლა სამმა თვალწინ,როგორც ღვინით,ხელთ მიჭირავსსინატრულით სავსე ყანწი.მოვდივართო, იგვიანებთ,მოუთმენლად როგორ გელით,ამ ლოდინში დაგრიალებსთითქოს გულში ბურთი ცხელი.დამეკარგა მოსვენება,და სიზმარში ხშირად გხედავ,-არ ვუყვები ამას დედას,რომ არ იქცეს ცხარე ცრემლად.ვიცი გულის მოსაგებადრას არ მჩუქნი, რას არ გზავნი,არ იცი რომ დიდ განძს ყველასმირჩევნია შენი თავი”.შესახვედრად კარში ვდგავართ,შენთან ერთად ბადიშს ველი,ამქვეყნიდან არსად წავალთშვილიშვილის უნახველი.უცხოური მე არ ვიცი,ის კი ვერ ფლობს ქართულს ალბათ,სიყვარულით შევასწავლიჩემს უტკბილეს ქართულ ანბანს.ნუ წამყვება მე ის დარდი,რაც იმქვეყნად გამაწვალებს,მომკლას ღმერთმა, თუ ჩემს ბადიშსდედაენა არ ვასწავლე

ანანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი