↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დონ კიხოტები

თაბუკაშვილი ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი918 ნახვა

—
ცა უმზეობამ დაასნეულადა ცისარტყელებს უხმობს ვედრებით,დღეს თითქოს ყველა ხე წაქცეულადა მისაყრდნობად დამრჩა კედლები...უმზეობაში მზე თუ ჩავთესე,მე მას ღრუბლიან მკერდში ჩავიდებ,და დავუძახებ როსინანტებზეკვლავ ამხედრებულ გამხდარ რაინდებს,ვეტყვი, დაშნები რატომ ჩააგეთ,არ შეუშინდეთ დღეს ქარ-წვიმიანს,თქვენ წისქვილებთან ბრძოლა წააგეთ,თქვენი სახელით მე დამცინიან.დე, სევდიანი ლამანჩელებიკვლავ წარსულიდან გახდნენ საჩვენო,რომ ყველა დროში შენაჩვენებიჩვენმა თაობამ არ შეაჩვენოს.სიმართლის გზები ეკლით გებული,ხან ლხენით ვთელოთ, ხან კი გოდებით,როსინანტებზე ამხედრებული,ოღონდ ვიდოდნენ დონ-კიხოტები.
თაბუკაშვილი ლაშა

თაბუკაშვილი ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი