პოეზია · ლირიკა
კვაზიმოდოს მონოლოგი
მე ვარ კვაზიმოდო, მე ვარ კვაზიმოდო,მე მთელი სიცოცხლე ბეჭებით დავათრევუხეშ ტომარაში ჩაგდებულ ლოდივით კუზს.თქვენ მე შეგიძლიათ მახინჯი მიწოდოთ,მაგრამ მოუსმინეთ წუთით კვაზიმოდოსმას ერთი რამის თქმა სურს.ო, ნუ გაიკვირვებს ამაყი ბიჭი დანუ გაეღიმება იმ ცისფერ გოგონას,თეთრი მიხაკებით თმებში,ჩემი სიყვარული ზვავივით მოგორავს,ნუ გაეღიმება იმ ცისფერ გოგონას,რომ თქვა, რომ ყველაზეუფრო ლამაზი ვარ თქვენში.მე არ ვარ რომეო და გრძნობა უზიარსარვინ მოუწამლა ტრფობის ამულეტი,ჩემი სიმახინჯე და აი, ეს კუზიაჩემი მონტეგი და ჩემი კაპულეტი.ფოფხვით და კანკალით, სულამოუთქმელად,ტაძრის სამრეკლოზე ავალ აღტკინებით,მიჯნურის ლამაზი სიტყვების უთქმელადდა შეასკდებიან ერთმანეთს რკინები.მაშინ ვერ შემბოჭავს ტკივილის თარეშიდა თქვენ შეგეძლებათ ლამაზი მიწოდოთ,როდესაც ღვთისმშობლის ტაძრისსამრეკლოდანვაბღავლებ სიყვარულს ჟანგიან ზარებში,კოჭლი, კუზიანი, ნაზი კვაზიმოდო!