↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტიციანს

თაბუკაშვილი ლაშა

2026-07-181 წთ საკითხავი926 ნახვა

—
გახელებული ხარი აბღავლდა,თითქოს ვიღაცას უხდიდა ბოდიშს,ნატყვიარევი ვერ შებღალავდაუალდის კეთილ და ამაყ პროფილს.გაოცებული გაქრა ნუგეში,ლაგამს ლოღნიდა უფეხო რაში;კაცები ფოთლებს წვავდნენ ქუჩებშიდა პასტერნაკი ტიროდა ბაღში.მარტორქებს სუსტი, სიმართლის შველირქაზე აეგოთ, იყო ტალახი,როცა პაოლომ ნატიფი ხელით,დასხლიტა თოფის ყველა ჩახმახი.და კოლომბინას წითელი პალტო,მიტოვებული, ფერსევდიანი,თქვენს საკიდელზე ეკიდა მარტოდა შემოდგომა იდგა გვიანი.თავს იმართლებდნენ, სჭირდება მიზანსმსხვერპლი და გველი ღმერთის ლოგინში,დიდი ბოდიში, მეტს აღარ ვიზამთ,მოხდა შეცდომა, დიდი ბოდიში.ცავ ულმობელო, შენც განგიცდია,როცა მზეები წითლად დაბინდე,როცა დაარქვეს ჯვარცმას _ ტიციან!როცა დაბრმავდა ტანიტ ტაბიძე.დაბრმავდა, მზეს ვეღარ შეხედა,მაშინ ზეცაში მზეც დაეხვრიტათდა თამუნიას ლამაზ ფეხებთანეგდო მიხაკი დანამეხიდან.მაგრამ ლექსები ვეღარ დარაზეს,ვერ დააჭედეს მონური ნალი,შენ ყაჩაღებმა მოგკლეს არაგვზე _და შენ სიკვდილში მე მიდევს ბრალი!
თაბუკაშვილი ლაშა

თაბუკაშვილი ლაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი