პოეზია · ლირიკა
და მაშინ გეტყვი
ვუძღვნი ნოდარ ბოხუასნუ დამიმალავ, რა არის _ დროშა?თუ გასისხლული ნაჭრის ნახევი...თუ ნიშანია შემუსრულ დროში,მხურვალე ლოცვით ნაკარნახევი.რად მიმკითხავებ საძირკვლის მოშლას,რაღას დამაკლებ ცოდვაგამხელილს,ჩემს ხელისგულზე მკითხაობს ბოშაძუნწი ღიმილით თანამზრახველის,რაღაც დაიწყო და რაღაც მორჩა...გეუცხოვება შენი სახელი,სამიზნე შენი სარკეში მოჩანს,მესროლე ტყვია თვალებგახელილს.აბა მითხარი, რა სათქმელია!..კაენი აბელს, კაენს აბელი,`გამარჯვებული~ კვლავ ქართველია,კვლავ მოერია ქართველს ქართველი!მაშ დროშაა თუ ნაჭრის ნახევი?ვინ შემიყვარებს ცოდვაგამხელილსმხურვალე ლოცვით ნაკარნახევი,შემომასკდება თვალებახელილსნათელი აზრი, შენი სახელი,სახეს გამითბობს წმინდა სანთელი,და გამოჩნდება თანამზრახველიც,როცა შეუნდობს ქართველს ქართველი.მაშინ დალბება მკერდში იარადა მაშინ გეტყვი იმ მთავარ სათქმელს,როცა დამინდობს ბედი კი არა,როცა ქართველი დაინდობს ქართველს.