პოეზია · ლირიკა
ალავერდობა
გაუხედნავი კვიცი გავხედნე,მე კი ვერავინ ვეღარ გამხედნა,როცა ირინკას მკერდში ჩავხედე,ჩემი თვირთვილა მაშინ გახელდა.თუშთა ღრეობას მოვტაცე ცხენი,ვერ ვაკავებდი შლეგფეხებიანს,ჩემი სიცოცხლე არ იყო გრძელი,მაგრამ სიკვდილი არ შეხებია.ლუდსა სვამდნენ და ორნახად არაყს,შემდეგ კი სისხლი მოსწყურდათ კაცებს,ხელი აუსვეს ხანჯლების ვარაყს,მარცხენა ცხენთა აღვირებს სტაცეს.თითქოს ნახმლევი მკერდზე მატყვია,მზეზე ტიტველი ბრწყინავს ხანჯალი,თითქოს გადმოსკდა გულ-მკერდს ნატყვიარსსისხლი აქამდე დაუხარჯავი...უცებ ვიგრძენი წამის ცვლილება,კვლავ მომენატრა მოკლული რაში,ისევ გავხიე ჩემი ჭრილობადა გუმბათიდან გადავხტი ზღვაში.ზღვა ოცნებობდა მოთენთილ მზეზედა ასკდებოდა ჯებირებს ხველით,ჩემი ცხოვრების პატარა ლექსზეზღვამ მოაწერა წყლიანი ხელი.