პოეზია · ლირიკა
ჩემი სახლი იფნის ჩრდილია
ჩემი სახლი იფნის ჩრდილია,მეზობელია თავად იფანი.ჩემო სიცოცხლევ, ისე მიდიხარ,ვერც შემოგხედე ვერც გაგიცანი.ჩემო რიჟრაჟო,შუადღევ ჩემო, როგორ მინდიხარ,არადა უკვე,უკვე ბინდი ხარ!ჩემი სახლი იფნის ჩრდილია,მეზობელია თავად იფანი.