პოეზია · ლირიკა
ლამფა
მე ვდგევარ გარეთ, ჩამომდის ღამელილისფერ ფრთებით,შენ, ჩემო მწუხარებავ, გააღე კარი.შენ ზიხარ ჩემი ოვალისებრიმაგიდის გვერდითდა გამომწვევად ჩაშტერებიხარბებერ ლამფას, გააღე კარი!მე შემოვალ და ერთად ვუყუროთჩვენ ბებერ ლამფას,ერთად ვიტიროთ, რომ ვერ ავანთეთჩვენ ჩვენი ლამფა,გააღე კარი, ჩემო მწუხარებავ,ლამფა ჩუქურთმიანი, მოსევადებულისევდაგადაკრული, ღიმილგადაკრული,ლამფა დგას ჩამქრალ ლილისფერ ღამეში.ლამფის ჩრდილი იწყება ღამის თავთან.და მთავრდება ლამფის ჩრდილიღამის ბოლოსთანჩრდილი იტანჯება დაღამესავით ლილისფერი მასაც გადაჰკრავს.