↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არ შევხვედრივარ

გელაძე ლევან

2012-11-161 წთ საკითხავი1729 ნახვა

—
არ შევხვედრივარ დღეებს ავდრიანს,
არ ამტკენია გული ღალატით,
ჩემი გზა სოფელს გასცდა ადრიან,
ვით სამლოცველოს მწირის ღაღადი.
ახლაც შევხარი მაღალ სიმინდებს,
გული მამის სახლს ისევ მოელტვის,
სოფლიდან წამყვა მამის სიწმინდე
და უწყინარი ალღო პოეტის.
წაველ და უკან ვერ მომიხედავს,
ჯერეთ სადა ვარ, რა გზა გავლიე,
გუშინ აქ მამა ნაბადში მხვევდა,
გუშინ აქ ვწნავდი ლამაზ გალიებს.
ახლაც შევხარი მაღალ სიმინდებს,
გული სოფლისკენ ისევ მიილტვის,
აქედან წამყვა დედის სიწმინდე
და უწყინარი ალღო პოეტის.

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი