↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაფრინდი გულო

გელაძე ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი2133 ნახვა

—
ყვავილის სურნელი დაგათრობს,მთებისკენ გაფრინდი, გულო,ვერ ნახავ ამაზე ლამაზ დროს,გაზაფხულს შესცინის ხულო.
აპრილის ჟუჟუნა წვიმებინაზ ყლორტებს ასველებს,შაქრავს,წყაროებს გაუბამს სიმები:გაზაფხულს ვეახლოთ მაყრად.
სიმღერა მოვტაცოთ ჩანჩქერებს,ნექტარი _ ენძელას, იას,სიმარდე _ მდინარის ლაღ ჩქერებსდა ფრენით გავასწროთ ნიავს.
იქ შრომის ზეიმი გაჩაღდა,ტყეების შრიალი გესმის?გუშინ რომ ფიქრებში ჩასახლდა,წავიღოთ ის ტკბილი ლექსი.
ასე მზე სხივს აფენს მაღლიდან,მთებისკენ გაფრინდი, გულო,თორემ დრო...თორემ დროწავიდა,გაზაფხულს შესცინის ხულო

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი