↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წარწერა ანატოლ ფრანსის სურათზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95267 ნახვა

—
კარგი ოსტატი, შემოქმედი უმწვერვალესი,ვინც სიტყვას მისცა ყინულის და ცეცხლის ხალისი,ენა ფრანგული ჰქმნა დიადი და სრულყოფილი,უდარებელი, იშვიათი, კეთილშობილი.მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსიანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი!მწარე დაცინვა, მოელვარე - როგორც მახვილი,მათდამი ზიზღის უმწარესი გამომსახველი,ვინც მარგალიტით და ოქროთი მოავარაყაბურჟუაზიის ბატონობის მთელი მარაქა.ის იყო ციცხვი, წინაპარი მოვლენის დიდის,რომელიც ეხლა ახალი გზის ძიებით მიდის.მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი -ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი