↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთარი

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1845 ნახვა

—
ზამთარია,შეისვენე მდინარის წყალო,შეაფინე მინდვრებს შენი ნაოფლარი პერანგი,შეისვენე ყინულის კართან დაჩამოჯექი.ზამთარი ღვთისაა დაარ ეღალატება –ორი ღერი სიტყვაპურივით უნდა გაუტეხო,ამ მთისა უთხრა დაიმ ბარისა,ჭიქა ბროწეული წაუქციო –ბავშვივით თეთრზე მაინცრამეს გადაისხამს,მერე დაყნოსავს დასიხარულით აელვარდება –სიზმრის სუნი აუვა.როგორც სტუმარსისე დაუჯექი ზამთარსმდინარის წყალო,შეისვენე, მუხლი გაშალე..გაზაფხულიც ხომ მოდის ხოლმე,და შემოდგომაც ხომ მოდის ხოლმე,სა ზაფხული ხომმოდის და მოდის, მოზანზარებს,მაგრამ არცერთი არაა უცხო,არამედ სათითაოდ შენში ყოფს ხელებსდა გემსგავსება,ზამთარი კი ერთადერთი სტუმარია,რომელიც არ გგავს,და არავის გავს,და არაფერს არ უწვდის ხელებს,ის მოდის დინჯად, სევდიანად,როგორც ყველა უცხო სტუმარირომელსაც შენი რაიმე მართებს..მშვიდად შეუღე ყინულის კარი,თეთრ მინდვრებში შეიპატიჟე,გრძელი გზის მგზავრს თვინიერადჩამოუჯექი დაღმერთი არ გაგიწყრესცხოვრება კი არ უანგარიშო,არამედ დიდი თავაღერებითგული უმღერე.ზამთარი სტუმარია,რაღაც იცის დათავისთავით თვითონაცგინდობს.

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი