პოეზია · ლირიკა
მთამსვლელი
მიდის ზევითკენ.ბარში, ბალახზე შეიწმინდაფეხისგულები,პური და სანთელი ჩაიდო,თვალები ღრუბლის ხილაბანდით აიხვია და,ზევითკენ მიდის.გზადაგზა ვარსკვლავებიქინქლებივით ეყლაპება...ადამიანები კიჭიანჭველების მწკრივში დგანან...გარშემო მხოლოდ აღმართებია,თითქოს აყირავდა დედამიწა დაშინმისასვლელი გზებიცთავქვე დაეკიდა ციდან.შინ მივა კი არა,ვინც ახლა შინ ავა,ვინც ახლა შინ ავამშვიდობა იმას!ბუბუნით მიდის.ქალღმერთივით შემოხვდებაედელვაისი,არ ახსოვს ცოლი,თორემ მოწყვეტდა დაჯვრისწერაზე დანაპირებს აუსრულებდა...არ ახსოვს შვილი,თორემ უკანდაბრუნებაზე იფიქრებდა...გულისქაქანით ზევითკენ მიდის.მთები ისეა გადაწნული,როგორც ჩუქურთმა.მიწის საყდარს სარკმელთან ადევს.იმ სარკმლიდან უნდა გადაიხედოს,ცოლის მაგივრადაც,შვილის მაგივრადაც,მამამისის მაგივრადაც,შვილიშვილის მაგივრადაც,რადგანდამპყრობელის გუმანით იცის,კარგახნით დაასვენებს მის თიხას ბუნება,სხვისაში აამღერებს ვარსკვლავთა ქარიშხლებს.მიდის ზევითკენ.მარმარილო პრიალებს ნისლში.თოვლი ისეთია,ხმა რომ გასცე,რამეს სიზმრად შემოგაგებებს...მიდის, როგორცენისწვერზე მომდგარი სიტყვადა სულცოტაც და,მასაც დაწერს თოვლის ანბანი...მწვერვალი ქარის სიმღერააფეტვის მარცვალივით ცაში გაფანტულიდა ვაი მას,ვისაც შემთხვევით გაღეღილ გულში ჩაუვარდადა ვაი მას,ვისაც ჩაესმა!ვეღარავინ შეაჩერებს,ბარში, ბალახზე შეიწმენდავს ფეხს,ჩანთაში პურს და სანთელს ჩაილაგებს,თვალებს ღრუბლის ხილაბანდით აიხვევს და,თუნდაც მერე გაზაფხულდეს...მთაში თოვლი დადნეს...თოვლში ვინმე კაცი ნახონგათოშილი სადმე...ცოლი ცხრა თვე წერილს წერდესთურმე მკვდარი ქმრისთვის,გაალღონ და დაატირონ:თავს იკლავდი რისთვის?..მწვერვალი ქარის სიმღერაა დაშინ ვინც ავა,დიდი დედა უმღერებს მას.