პოეზია · ლირიკა
მთიბველი
მამი,ჩათიბე ჩემი ბალახი,მთელი წლის ნაზარდი დანალივლივარი,მამი,მთიბველის წესია –უნდა მოვიდეს და მიწა ამოასუნთქოს.საქმე ბევრი გაქვს –რამხელა სათიბია,მთელი წელი ვქსოვე და ვშიბე,ვარღვევდი და ხელახლა ვაგებდი,თვალდათვალ გზები გამომყავდა,გზებზე ბავშვები შევაყენე,ფრთხილად ვუბიძგე თოთო წვივებში დაგზებზე გავყარე ნაპერწკლებივით,იქნებ რომელიმე საზღვარსაც კი გადასცდენოდა...მამი,მთელი წელი ვზარდე ბალახი,როგორც, თმა რომ მოუშვა დაარც შეიღებო,ერთად იდინოს ჭაღარამ და თაფლისფერმა,ერთი – მიუწვდომლისას ამბობდეს და მეორე –ვნებისას,ერთმა თავი გათქვას და მეორემ – გული..მიწა სულ მთებად დამეჭმუჭნაამდენ ჯღაბნაში,ქსოვა – შიბვაში,ხან ხელს მოვხვევდი, რომამეღო და ღრუბლებს იქით გადამესროლა,მერე გავშლიდი, გამოვხსნიდი,ჩავხედავდი მშიერ ნაწერშიდა ბალახის გამძლეობა გამაკვირვებდა!..ჩათიბე, მამი,ერთი ღერიც არ დაინანო(მაგ ერთმა ღერმა იცის –ახალში რომ გამოერევა დაყველაფერს გარშემოთავის ფერად წამოატკიებს!)...წლისთავს ვიმკი,ბალახის ქვეშ წვანანჩემი მკვდრები,რაც მიწის ზემოთ ამოიზარდა –ეს აჩრდილია.აჩრდილები ჩათიბე, მამი,მთიბველის წესია –წელიწადი ხორკლივით უნდაგადაატაროსდა, თიბვისასცელზე ცრემლი თუ წამოგედო –არ გააპო,უბეში გამოაცხვე და –მარცვალია.