↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მსჯავრი

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-182 წთ საკითხავი1847 ნახვა

—
წინასწარ ვიცი,მოვლენ და მთელ ჩემ წუთისოფელს დაგაბრალებენ.გამოგიყვანენ პირველ გვერდზე,როგორც ტყვიისფერ დახალხით გასუსულ მოედანზე,მიგაკრავენ ჩემი სახელის გასწვრივ,მიგაჭედებენ დანაღმული ძახილის ნიშნებით დაყველაფერს, ყველაფერსშენ დაგაბრალებენ:ჩემს მარადიულ უგუნებობას,ჩემს სისხლნაკლულ განთიადებს დაბოდვიან ღამეებსრიგრიგობით რომ გვიმარცვლიავარსკვლავების კრიალოსანზე...შენ დაგაბრალებენ ჩემსალაგ-ალაგ ჩამქრალ თვალებს,ბნელში, უკუნში უმოწყალოდ ჩატრიალებულებს დათაფლისფერის სინაზეს მათში...დაგაბრალებენ ჩემს დამდნარ თითებს,ძირში დამაჭრიანუკანასკნელ ლექსს შენზე დააი ამ თითებს, მთებგადაგორებულებს,თოფის ლულებივით მოგიშვერენ გულზე.შენ დაგბრალდება ჩემი უდროოდ დაცლილი დროც,წუთები, წამი, რომლებიცსხვებს ხანდახან არც მოეკითხებათ...მე კი სულ მისხალ-მისხალ,წამიწამ უნდა ჩავაბარო, ვისგანაც მერგოდა ვაი რამდენი სიცარიელე...და ვაი რამდენი ვზღოთ...შენ დაგბრალდება, თუკიპური მეჭირა ხელში და სხვას ვერ მივეცი.შენთვის მომქონდა,შემეშინდა გაცემა...შენ დაგბრალდება, ბავშვები რომ გავიხადე დახეები ჩავიცვი,იმათ ფესვები აქვთ,ჩაეჭიდები და წახვალ...დაგაბრალებენ ჩემს ერთ ოთახ სიმარტოვესაც.იჯდა და, სიყვარულით გათვალულ კედლებშიისე მღეროდაო!- შემოგიღრენენ...ამ სიმღერებსაც შენ მოგათვლიან,თვალგახელილში სიზმრებსაც,მაისის თაფლივით, ჩემი სულის ფიჭიდანამოღებულ შვებას...შენ დაგბრალდება ჩემი შვილიცდა მთელი მოდგმა,ჩვენს შემდეგ,ჩვენი გასანთლული სხეულების გადანაჭერზეამონაყარი...გამოგიყვანენ-მეთქიპირველი გვერდის სინათლეზე,გადაგიშლიან მკლავებს დაჩემს გასწვრივ მიგაჭედებენ...მერე მოვა ის უნაპირო,ჩადგება შეყვარებულ ავაზაკებს შორის,უნაზესი დარდით გაიღიმებს დასამუდამოდ გააყუჩებსბროწეულის ეკლებს ხელისგულებში...

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი