↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორსული

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-182 წთ საკითხავი1845 ნახვა

—
ცხრა თვეროგორც ერთი წუთი,მე რას მეყოფა.მთელი ცხოვრება მუცლით უნდა გატარო.ჩემშივე უნდა გაგაჩინო,ფრჩხილივით ჩაგიბრუნო სისხლძარღვებში დაჩემივე ტკივილი კვირტისხელა ენის ხავერდითაგალოკინო..ჩემს მუცელში უნდა გამოგზარდო.ძუძუს ხვრელებშიბალახივით შეგიძვრენ დასანამ რძე მექნება,იქ დაგაბინავებ..მერე გადაგიყვანიებით მოჩითულ პატარა ოთახში,მზე სამი მხრიდან შენს თავზე იდინებს,საღამოს მოგიჩრდილავს გულის კედელი..ჩემს მუცელშივე შეგიყვან სკოლაში,შენ დაეტოლები ჩემს ჩრდილს ასფალტზე დარომელიმე კაპილარზე მიმაწერ, რომ უკვეამდენი სანტიმეტრი ხარ..მალე კაპილარები ტვინამდე ამაღლდებიანდა ჩვენს ახდილ ჭერში გამოჩნდება ცა,რომელზეც გამოიყვან უტოლობის ფორმულებს,სიტყვები კი, შენს ტუჩებზემონეტებივით იწკრიალებენ.ჩემს მუცელშივე ისწავლი ცურვასდა ღამღამობითთეთრდათვებიან წყალში გამეპარები..მე დიდის ამბით ვიქოთქოთებ,ქვეყნიერებას ავახმაურებ,შენს თავს ვის აღარ მოვაძებნინებ!მერე ჩავჯდები ჩემსავე ნაპირზე და ჩავთვლემ.არავინ არ ამოვა წყლიდან ისე ლამაზად,როგორც შენ!არაფერს არ ექნება ისეთი სურნელი,როგორც შენი ხელის შეხებას ჩემზე!..შენ თეთრი დათვების დანაბარებს მაკოცებ დაერთად გავწევთ განთიადისკენ.სიყვარულსაც მე შემოგიძღვნი ჩემში.პაემნებზეც ჩემს მუცელში უნდა იარო დაორსულ გვამში ვეღარდატეულმაერთ დღესაც, ახდილ ჭერში უნდა იქორწინო.ფოთლები გამცვივა ვნებისგან...მერე მე ისევ ამტკივდება წელი,ფრჩხილებით მწვანე ბაღის გაზონს ჩავეჭიდები დაშენს შვილებს გავაჩენ.ისინი გაახელენ მარცვლისოდენა თვალებს დაჩვენს ორ სულს ჩიტებად Aშეასხდებიან.ჩემი მეზობლები და ნათესავებირიგრიგობით აქედან წავლენ..მე კი დავრჩებიროგორც რჩებიან ხოლმემუსიკალური სკოლის ეზოში დედები,შვილებს რომ ელოდებიან..დაველოდები შენს ბოლომდე გაზრდას,შენს სიბერეს,ჩემივე ხმელი ძვლებითდაგინთებ კოცონს,ჩემი სიმღერის ხმაზეშეგიგროვებ მოდგმას,ჩემს მუცელშივე დაგალოცინებ..მერე ორივე ავხდით ჭაღარა ჭერს,ავუშვებთ ყელის საკვამურიდანამ ჩვენს სიმღერას დაგაიგონებს ის, ვინცგამაჩინა დედად და შვილად,ის, ვინც თვითონაც ორსულიაჩემით და შენით..ამ სიმღერას არა აქვს საზღვარი..ამ სიყვარულს არ უჩანს ბოლო..

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი