↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქროს საათი

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1844 ნახვა

—
პირით მზისკენ დაგულით მიწაში-დრო ჩართულია.მომაქვს მინდვრებისსიზმრის ზედაშე,ყველანი წავლენხვალ დავრჩებით მარტო მე და შენ-დრო ჩართულია.წამიდან წამში,დაფიფქული ჩიტების თვალშიიბადება ყოველი ბავშვი..მე ამ თოვაში ჩემსას მოველი,ჩემი ძუძუდან ცრემლის მწოველიმოუშვით, მოდის-დრო ჩართულია.ვინა ხარ ახლა,ან ეგ ჩრდილი საიდან გახლავს,შენია დღედა სიმშვიდის თაკარა მზემმიმაჩვია შენს ჩრდილში დაღლას,დრო ჩართულია.მამაჩვენს ღია დარჩა კარები,სიკვდილი ნაბდით მოიპარება,აგეფარები, მაგრამ საითკენუკან თუ წინ?..არა ხარ შინ..ფოთლები სცვივა შენს უკარებას,ლამის სამყარო შეძრან ქარებმა-დრო ჩართულია.დაბადებიდან მტკივა მაჯები,ეს გამოხსნილი სისხლის ფანჯრები,ჩაფრენილია ვიღაცის ხელი,შემოჭვრეტილი თვალები მწველი,და ბორკილივით მადევს საათი,თვითონ მიდის და მიმასლაათობს,და მე უგონოდ შენ გეაჯები-მტკივა მაჯები..მტკივა მაჯები..დრო არ მაქვს ლოცვის,დრო ჩართულია.მთვარეს ცრემლივით მოწყდა საყდარი“არც მიწისაა არც ცისა..”ბეღურის ჰაერი ყელში გადაცდაბარში დაშვებულ არწივსა..ვისი აკვანია საყდარი?ვისი მზე ჩაწვება შიგ?გულის ქვევრს სიჩუმე ავხადოთვიმღეროთ სადაც თოვს, იქ!ბგერა მინდვრისა დაენა-ქართულია,დროს ნუღარ შეხედავდრო ჩართულია.

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი