პოეზია · ლირიკა
პოეტი-პოეტს
სადა ხარ ახლა.. გამიტკბილდა ჩაიში თოვლი,თეთრი ნემსები გამოისხეს ქოთნის იებმა.სავარცხლით მაჯებს გადაიხსნის ხვალ შენი ცოლიდა ღრუბლის ცხენებს საიქიოს კარზე მიაბამს.
გვინდოდა ყოფნა.. სასწაული გამონაგონი,ცის ნამცეცებით ვაპურებდით ციცქნა ბეღურებს.მხრებზე მოვისხი ძველი სევდა_დედის ნაქონიდა შვილებს თავზე ვერხვის ჭერად გადავეხურე.
ესე გირჩიეს მოლაპლაპე შენმა სიზმრებმა?..შემოგაპარეს მარტოსული თავისი თავი.მერე ლექსები დამიშინე ელდის ისრებად,ქვეყანას მოსდე დასაწყევლი ჩვენი ამბავი..
სადა ხარ ახლა.. ბილიკები რომლები მოვლედა ცალი ცრემლით შეგიფარეს ვისმა ღაწვებმა?!სავარცხლით მაჯებს გადაიხსნის ხვალ შენი ცოლიდა მოელვარე სამელნეში შვებით ჩაწვება.