↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედას

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1847 ნახვა

—
სამარის კარამდე ხომნუკრივით უნდა გდიო,აიმ კარში როგორ შემოგყვე!ან წინ როგორ გადაგიდგე დაბავშვური სიცელქით პირველი შევხტე!დაიგეშებიან ღრუბელ-წვიმები დადამწყევლიან დედის წინ მორბენალ შვილს..განა იმას იფიქრებენ, რომსიცოცხლისგან დადიდებული თვალებივეღარ დავატიე შინ,წავუგორე შენგან მონაქსოვ გზას დაამაშიც, ამაშიც გადაგისწარი..არა, ამას როგორ იფიქრებენსაათის ხმას შეჩვეულები,სამყაროს კანონიერ მიქცევ-მოქცევას შეჩვეულები დაამ ჩვევაში გაბრუებულნი..ვინ რა იცის,მე უშენოდ იქნებ სულის ძაფიც გამიწყდეს დავეღარ გავმთელდე,ვინ რა იცის,შენი კაბის სუნმა იქნებ ისე მომწამლოს,რძეც კი გამიქვავოს მკერდში..ორით მეტი ჭაღარით წინ ვარ დაორით მეტი სიზმრით,კანონი თუაესაა წინმავალის კანონი.ჯერ მე ვიყავი და მერე შენ,მაყვლის მინდორი უხილავი თითით მოგიღობე,გაგაჩინე და შემოგიშვი,გულისძირში მამაჩემი შეგაყვარე დაგავაზამთრე, მე რომ გეშვი,ჯერ მე ვიყავი დაშენი გამძლეობის გამოდედაჩემად გაჩნდი.სამარის კარამდე მტვერივით უნდა გდიო დაიქ თუ შეგასწრებ,რას ეტყვისაათის ბილიკზე მავალთ?..ისეთს არაფერს,იყო-თქო ჯიუტი ბავშვი,მთელი ცხოვრებაწვიმასავით თავქვე ეკიდა დაზევიდან ისეთებს ხედავდა!სიცოცხლისგან დახელილი თვალებივეღარსად დაატია დაწინმავალის დიდი უფლებითწავიდა-თქო შინ.

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი