↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გურამ რჩეულიშვილს

სადღობელაშვილი ნინო

2017-10-121 წთ საკითხავი1849 ნახვა

—
საშენო საქმეა –ჩამოუარო მარადისობისდამტვერილ დერეფნებსდა თაროებზეწაუკითხავი ქრონიკები ეძებო:`სახლიდან გავედი დაშეუძლებელს ვეტრფი,ადრე ვცხოვრობდიქალაქგარეთ, იების სანაპიროზე,ერთხელ ერთი წიგნი ავიღე დაიმის მერე ყველაფერსსამყაროშიიმ წიგნს ვატოლებ,ერთი ბიჭი შემიყვარდა,რომელიც თვალითაც არ მინახავსრადგან,სანამ დავიბადებოდი30 წლით ადრე მოკვდა –ცალ ხელში მზე ამოეჩარა დამეორეთი კი ზეცას ფილტვებიდან უღებდაწყალს...იმდენი წელი ვიცოცხლე,რამდენიც იმ ბიჭმა და,კიდევ ცოტათი მეტი,მაინც იმის წილ ღრუბელსმოვიჩოჩებდი ხოლმე დახბოსავით შევუყოფდი თავს,სადაც წავედი,ყველგან მარტოობის მათრახით გამომყვა,იმსიმაღლიდან დამყვიროდა დალაჟვარდის ხმა ჰქონდა,მე ვეღარავინ მოვატყუე,ლაჟვარდს ვერ ვუღალატე,სახლიდან გავედი დასახლი წყალმა წაიღო.ევკალიპტები გვედგა ეზოში დაისინიც წყალმა წაიღო..ყველანი ქუჩაში გავედით დაზარების ნაცვლადსაათები დავკიდეთ,ქარი მოდიოდა დაროცა უნდოდა, რეკავდა..ვეღარსად ვნახე მე ის ბიჭი,ან იქნებ სამუდამოდ წავიდაჩემგან,ან იქნებ სადმე ცხენს აძოვებს დამანძილს ზვერავს – გამოექანოს,ან იქნებ გზები აღარ იცისან თუ შეგხვდეთ რომელიმეს და,ეგება უთხრათ,ქალაქის მთავარ მოედანზე ვდგავარ(იქ ყოველთვის ვიღაცა იდგა!),მოვიდეს და თავისი სანადირო თოფიდანმესროლოს.თოფის ხმა და ზარის ხმარამ გაყო,უთხარით – არ ამაცილოს

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი