პოეზია · ლირიკა
დედა მარიამს
ჯარისკაცებად გადაიქცნენ დაცეცხლის პირისპირმრისხანედ დადგნენთამარაშენის ღამეები..ის შრიალა აბრეშუმის ტანისამოსიცასე უეცრად ფარაჯებით როგორ შეცვალეს!ფოთლები მოუჩანთ წყვდიადიდან და,ვაშლებისხიან ხელებსღრუბლით ფარავენ..სიმღერა უჭირთთამარაშენის ღამეებს..მდინარეებიც, ეს წყლიანი სალამურები,ახლა სხედან დასნეულებივით სისხლს ახველებენ.ვინღა დადის ზამბახის ბაღში,ყური გულისთვის რომ მიუგდია დაარსად ისე მძაფრად არ მოესმისსამშობლოს სიჩუმე,როგორც აქ, ღამითთამარაშენში!..და ის ლეღვიც,სიმწიფისგან კალთაში რომ აცვიოდაფერად ეზოებს,ბავშვებად იქცა დადახვრეტილი გულებიდან ეღვრება რძე..წადით, წადითშუაღამის ჯარისკაცებო,თქვენივე ზურგებით გადარეკეთეს სამყარო სამოთხისაკენ,გადაიყოლეთ მოსახდენიც,აუხდენელიც,მიაღწიეთ,მიათრიეთ დაღლილი მხრებიქვეყნიერების ბოლო კიდემდესადაც სულები ეყრება სულებსდა მიწას ზეცის ოცნება ადევს..იქ არის მამაც, დაროგორც ყველა მამის წესია,შინმისულ შვილსოცნების სიმაღლით სცდის....და თუ სამშობლოისევ იმას ნიშნავს,რაც მამამ ოდესღაც ჩაგჩურჩულათ,და თუ სამშობლოცისე მარტოა მამის წინაშეროგორაც-შვილი,მაშინღიაა ქვეყნიერების ყველა კარი თქვენთვისდა ფრთებდაღლილნი,ნაომარნი,ნაოცნებარნი,სიმღერით შედით ღია კარშიდა დანარჩენი სამყაროსთვისბავშვის გულიდან ილოცეთ,თამარაშენის ღამეებო!.