↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "შენ, ვინაც ამ დილით ხეები შემოსე"

სადღობელაშვილი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1857 ნახვა

—
შენ, ვინაც ამ დილით ხეები შემოსედა დრო შეუმოწმე ქოთნიან აივნებს,შენ თბილი ხელებით ტოტზე რომ შემომსვიდა გულში გამივლე...
შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი,გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ.საკოცნად გამოწვდილ ბაგეებს დავყვირირომ: და ვარ... და ვარ...
წყვილებად წავიდნენ შრიალა ღრუბლები,შენ, ვინაც ღრუბლებსაც ცა გამოუნახე,პატარა ტოტიდან კრძალვით გეუბნები:ღრუბლებს დაუძახე!
შენ, ვინც მომახარე ყველა გაზაფხული,მოკუმულ მუჭში ვინც სინათლე ჩამიდე,ვინც შორს გამიტყუე...ისე გამიტყუე, რომ არც კი დამინდე!..
თოვლის სიმძიმისგან ხერხემალშემუსვრილსიმდენს მატარებდი უკაცო ღამეში!..შენ, ვინაც მოტეხილ რტოებზე შემომსვიდა ხელი გამიშვი!
ზევიდან პატარა სახლები მოჩანანპატარა ბებრები. პატარა ალაგი.ეს ალბათ, _ ძალიან რომ არ გაიმეტოპატარა ქალაქი!..
გაფრინდნენ ფრთადახრით კეთილი სიზმრები,რომლებიც ოდესღაც შენ თვითონ მანახე.ჩემს ტოტებს ათასი ქარი და გრიგალიშენ შემოალახე...
და ახლა მარტოდენ ღრუბლები მკენკავენშემჭკნარი ხილივით უღონოდ თავდახრილს.არ გესმის, _ შორიდან ღრუბლები რეკავენ:გადახტი!.. გადახტი!..
ვერ გადავურჩები დამშეულ ნისკარტებს,ზეცას ჩამაყოლებს ყველა ამათგანი.და შენ კი, რომელმაც შიშველი მიკადრე,შენ _ ელი,შენ _ ელი, ლამა საბაქთანი!

სადღობელაშვილი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი