↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფანტასტიკური ქორწინება

მიწიშვილი ნიკოლო

2026-07-181 წთ საკითხავი1389 ნახვა

—
დაიწვა ვნება და ჩემი სულიგააქალაქეს,ვით რესტორანი,უიმედობამ ფიქრი დასწურადა სულიწმიდად დამდევს ყორანი,
მაგრამ ფერწასულ დღეთა ლოცვაშიმალე გაქრება სიცოცხლის ტრფობა,მეც შენთან მოვალ და გაციებულსგადაგეხვევი,როგორც ობობა.
თითქოს განმზადილს ჯვარდასაწერად,სამარადისო კოცნით დალორწილს,გვერდს დაგიდგები და ფანტასტიკურსმე გადაგიხდი საფლავში ქორწილს.
და შენი გიჟი ატორტმანებაგადააგორებს საფლავის ლოდებს.ჩვენ ერთად შევქმნით მეორე კანას,ქრისტეს ქიშპობაც რომ მოგველოდეს.
და ყოველ წლობით ,თეთრ დეკემბერშითვე მე და შენი გარდაცვალებისიქნება მესსა ანთებულ ვნების,ჩვენი უხორცო ძვალთა წვალების.
ამ დროს მოუსწრებს სოფლად დღეობა,ვნება ასტეხავს იქ გოგო-ბიჭებსდა საფლავებზე მოხუცი მღვდელიცჯვარგადასხნილი გადააბიჯებს.

მიწიშვილი ნიკოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი