↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულს

მიწიშვილი ნიკოლო

2026-07-181 წთ საკითხავი1386 ნახვა

—
ეგვიპტიდან მოტანილი ყალამუს,ატირება დავრდომილი რითმების.ვიცი - ბედი ჩემზე არ დაითმების,არც ნაღველი ეღირსება მალამოს.
დამავიწყდა ქვეყანაზე რაც არი -მეგობრები, სიხარული, სიამე.ჭრილობანი გულზე დამესია მე,რაც ავაგე შენი ტრფობის ტაძარი.
შენ გნახულობ კარის ეკლესიაში,სადაც სწირავს დეკანოზი დიანოს,განმიკითხე შენს მონათა სიაში,ან მივიღებ რჯულს სამაჰმადიანოს.
უშენობით ვინ მიხილოს მცინარი,შენს გადაღმა ქვეყნად რა დამრჩენია -შენ გეძახი ფხიზელი თუ მძინარი,საფლავშიაც ჩემი გული შენია.
გეძახი და კი ვერ გაგემხილები,მემატება საწყენი საწყენზედა.მესიზმრება შენი ოქროს ღილები -ღვთისმშობელო მიმინოთი ცხენზედა.

მიწიშვილი ნიკოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი