↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დეკემბრის აგონია

მიწიშვილი ნიკოლო

2026-07-181 წთ საკითხავი1384 ნახვა

—
გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს.და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი.ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს.და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.
მე ყაჩაღივით მაფრინდება მუხლებში დამბლადა გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს.უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა.თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.
და მეშინია. მეშინია, ო, მეშინია.ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება.ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება.მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.
წუხელი ღამით ეს თითები ვერხვისფოთლობდნენ.ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს.სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენდა მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.
ვუცდი და ველი - ბედი როცა დამაყირავებსდა ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული,როცა გამყვება პროცესია მე ბულვარულიდა მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს.

მიწიშვილი ნიკოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი