პოეზია · ლირიკა
თვალები მტვერში
განწბილებული ჩემი დღეებიდასავლისაკენ ეშურებიან.ჩამობურული ცის კუთხეებიწვიმებისაგან აღარ შრებიან.
ნუთუ წამება აღარ მეყოფა,ნუთუ ცხოვრებამ სულ გაირბინა!მე ვისი გული გადამეღობა,აწ ჩემი გული ვინ გაიფინა.
ვის დავუშავე, ვის მოვერიე,ან ვისი ცოდვა ავიღე თავზე:ჩემი ცხოვრება მწარე მტვერიადა მტვერი - ჩემი თვალებით სავსე.