↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოფოს წერილი ფუტკარს

გულეური ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი3263 ნახვა

—
ფუტკრისათვის გასაგზავნადწერილსა წერს სოფო:
- რაც თაფლი გამომიგზავნე,
აღარ ავადვმყოფობ!
ყოველ დილით შენი თაფლით
ჩაის მიტკბობს დედა.
ახლა გრიპი შემოტევას
ვეღარ გამიბედავს.
ბებიკოსთან, გასულ ზაფხულს,
მინდორში რომ გდიე,
გახსოვს, ხელზე რომ მიკბინე?უკვე გაპატიე!
გულეური ვასილ

გულეური ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი