↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უცნაური კონცერტი

გულეური ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი3265 ნახვა

—
ტყის პირას, მომცრო ახოსა,ყველამ რომ დაინახოსა,
ისმის სხვადასხვა ბგერები _კონცერტს მართავენ მწერები.
მოდგა ყვავილთა ლაშქარი,ყველა უკლებლივ აქ არის.
კონცერტს ხსნის ჭიამარია,უნდა იმღეროს არია.
ფრთებმოხატული პეპელაგამოეცხადათ რეპერად.
ერთმა პატარა ჭრიჭინამრა ნიჭი გამოიჩინა!..
გაბერა გუდა-სტვირი დაარ მოიცილა პირიდან.
მღერის ფუტკრების კვარტეტი,აღარ ჩერდება არც ერთი.
ბევრი იცეკვა ძალიანმუხლჩაუხრელმა კალიამ.
სახეა მინდორ-ველების,როკ-ჯგუფი ჭიანჭველების...
ატყდა ყვავილთა ტაში და“ბრავოს” ძახილიც გახშირდა...
შენც ხომ იქ იყავ, ნიავო?იქნებ სხვა რამეც მიამბო!
გულეური ვასილ

გულეური ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი