↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბეჰემოთი

გულეური ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი3259 ნახვა

—
ზოოპარკში ატყდა შფოთი –დაიკარგა ბეჰემოთი.
ხომ არ არის ნემსის ტოლა,წონა გახლავთ ორი ტონა!
გამოჰკითხეს ხან ის, ხან – ეს...ნუთუ მძევლად აიყვანეს?
ჭორ-მართალი რა არ ითქვა...რა მომხდარა, არ იკითხავთ?
მის მეზობლად, თურმე, აფთარსწვეულება გაუმართავს.
იქ ყოფილა ბეჰემოთი,ეს მსუნაგი, მართლა ლოთი.
ბევრი უსვამს ლიმონათი,განა ერთი, კასრი ათი.
ისე სცლიდა, არც კი თვლიდადა სახლში რომ წამოვიდა
მთვრალი იყო, განა შტერი –აერია ვოლიერი!
არც დაფიქრდა, ნახა ბინა –მაიმუნთან დაიძინა...
სირცხვილისგან მთელ დღეს ახლათავს აღარ ყოფს წყლიდან მაღლა.
გულეური ვასილ

გულეური ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი