პოეზია · ლირიკა
ბეღურა და მერცხალი
არ მოუზიდავს წკირები,არც დასდგომია ძალა და –ბეღურამ მერცხლის ცარიელბუდეში მოიკალათა.
- თბილ ქვეყნებში რომ მიფრინავს,მერცხალი მე მჯობს იმიტომ?ახლა არც თოვლში შემცივა,არც დავსველდები წვიმითო.
გამოიზამთრა თბილად დაროდესაც დადგა მაისი,ისევ მოფრინდა მერცხალი,ბუდე მოძებნა თავისი.
ჯერ გარეშემო უფრინა,მერე ჩამოჯდა ახლოს დანახა, რომ თავის ბუდეშიახლა ბეღურა სახლობდა.
არ გასჭრა წყნარმა წიკჭიკმა,არც თხოვნამ მშვიდობიანად.ბეღურამ უთხრა – ეს ბუდემე მეკუთვნისო მთლიანად.
რომ მიატოვე ამდენ ხანს,აღარ დაგითმობ, გაიგე!ბუდე თუ გინდა, წადი დაშენთვის ხელახლა აიგე.
მაშინ კი გაწყრა მერცხალი,თქვა – შენ არც მოგეკარები!..და მცირე ხანში ამ ბუდესამოუქოლა კარები.
დაატუსაღა ბეღურადა საიმედოდ ჩაკეტა.- სანამ ჭკუას არ ისწავლი,არ გამოგიშვებ აქედან!
რომ მიხვდა, აასრულებდამერცხალი, რაც დაიქადნა,შიმშილით დაოსებულმაბეღურამ თხოვნა იკადრა:
- გთხოვ, გამომიშვი გარეთ დადღეიდან მეც გავირჯები.გპირდები, რომ სხვის ბუდეშიარასდროს არ შევიჭრები.
მოლბა მერცხალი, ბეღურაგარეთ გაუშვა, არ უმტრო,უთხრა: - გახსოვდეს, არასდროსსხვისი არ მიისაკუთრო!