პოეზია · ლირიკა
ანას გასაჭირი
თუკი დამაცემინა,დედა მაწვდის მაშინვეთერმომეტრს და იძახის:– შენი ფერი მაშინებს!
გამიზომავს სიცხეს დაისევ იწყებს ვაი-ვიშს:– აბა, ჩქარა დაწექი! –წამსვე ლოგინს გამიშლის.
დამილაგებს საწოლთანაბებსა და მიქსტურებს.ვინც კი ჩემთან შემოდის,ყველას გარეთ ისტუმრებს:
– ანას ახლა სიცხე აქვს,გამოკეთდეს, ადროვეთ.სხვა დროს მოდით, ბავშვებო,ახლა მარტო დატოვეთ!
დედას, ალბათ, ჰგონია,რომ კარგ საქმეს აკეთებს –მე ბავშვებთან თამაშიუფრო გამომაკეთებს.
მერე ისევ თერმომეტრსიღლიის ქვეშ გამიჩრის...ეჰ, მარტო ეს რომ იყოს,მაშინ კიდევ რა მიჭირს?
ძალით ლიმონს შემაჭმევს –დახოცავსო ბაცილებს!ძმრიან ტილოს შუბლიდანწუთითაც არ მაცილებს...
ორი გზა მაქვს, დედამ კვლავასე რომ არ მამყოფოს –თერმომეტრი დავმალოან არ ვიავადმყოფო!